
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია თავიდანვე ცდილობდა 15 მაისის აქციისთვის თავი აერიდებინა.
"მე დიდი ხანია, მაგ 15 მაისის იმედი არ მქონდა, იმიტომ რომ რეალურად, კოჭებში ეტყობოდა ოპოზიციას, რომ მაქსიმალურად ცდილობდა თავი აერიდებინა, იმიტომ რომ 15 მაისამდე რაც გეგმა იყო, რომ უნდა ყოფილიყო სხვადასხვა რეგიონებში გასვლა, აქციებში მონაწილეობა და ა.შ, ვნახეთ, რომ არავინ ამისთვის თავს არ იწუხებდა, გადადება ხდებოდა. გამოჩნდა კიდევაც. რეალურად, ერთობა ზოგს უკვე ტვირთად დააწვა, პირდაპირ რომ ვთქვათ. მე მესმის მათი, იმიტომ რომ რელურად ფუნქცია იკარგებოდა, რისთვისაც ამ ადამიანებს თავისი თავი წარმოუდგენიათ პოლიტიკაში, მაგრამ დღეს პოლიტიკოსის ვალდებულება არის ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა. ანუ, ჩანაცვლება, განახლებისთვის, ხალხის ნდობის მოპოვება და როდესაც შენ, ვიწროპარტიულ ინტერესებს წინ აყენებ, ვიდრე საზოგადოების, ხალხის მოთხოვნას, არასწორია", – აცხადებს ჭიჭინაძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს