
ავტორი
Front News საქართველო
კენჭისყრა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაასრულებს აღნიშნული საქმეების განხილვას, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე ყველა დეპუტატის არჩევის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
“ყველა დეპუტატის არჩევის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე არ უნდა იყოს კენჭისყრა და გადაიდოს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაასრულებს აღნიშნული საქმეების განხილვას. ლოგიკურიც არის.
პარლამენტმა უფლებამოსილება ცნოს, კანონები მიიღოს, მთავრობა დაამტკიცოს, პრეზიდენტის არჩევნები დანიშნოს და მერე თეორიულად მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალოგიკური იქნება”, – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.
თაგები:
კოტე ჩოკორაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს