კოტე იოსელიანი - რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი

ავტორი
Front News საქართველო
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოტე იოსელიანი წერს.
"რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!" - წერს იოსელიანი.
კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.
თაგები:
კოტე იოსელიანი




