
ავტორი
Front News საქართველო
10 დღეში 70 წლის ვხდები და მაჩუქეთ რა, ყველაზე საპატიო სტუმარი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციაზე განაცხადა.
პოეტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას თხოვს, რომ მან მის იუბილეზე მოსვლა შეძლოს.
“დაბადების დღე მაქვს 10 დღეში, 70 წლის ვხდები და არის ჩემი იუბილე. ერთი საჩუქარი არ შეიძლება საქართველომ… ხო არასოდეს არაფერი მითხოვია. 21-ში არის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე. ხო და, მაჩუქეთ რა..
ყველაზე საპატიო სტუმარი იქნებოდა ჩემთვის და ყველაზე დიდი საჩუქარი. არავისთვის არაფერი მითხოვია, ქალბატონო სალომე, მომეცით საშუალება, რომ მიხეილ სააკაშვილის 20 დეკემბერს ჩემთან მოვიდეს სახლში”, – განაცხადა კოტე ყუბანეიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს