Logo

კოვიდ პაციენტების 90%, რომელმაც ისრაელის მიერ წარმოებული ახალი მედიკამენტით იმკურნალა, 5 დღეში გამოჯანმრთელდა

საზოგადოება
1246
Frontnews image description

ისრაელის მიერ წარმოებული ახალი კოვიდმედიკამენტის გამოცდის მეორე ფაზამ აჩვენა, რომ საშუალო და მძიმე დაავადებული 30 პაციენტიდან 29 რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა.

 

საბერძნეთის რამდენიმე ჰოსპიტალში 90 მძიმე დაავადებული პაციენტიდან 93%-ის გაწერა 5 დღის განმავლობაში მოხერხდა ახალი მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, რომელიც თელ-ავივის სორასკის მედიკალური ცენტრის გუნდმა შეიმუშავა.

 

გამოცდის მეორე ფაზამ დაადასტურა პირველი ფაზის შედეგები, რომელიც წინა ზამთარს ისრაელში ჩატარდა და საშუალოდ ან მძიმედ დაავადებული 30 პაციენტიდან 29-ის გამოჯანმრთელება რამდენიმე დღეში შეძლო.

 

“ამ კვლევის მთავარი მიზანი იყო, რომ დაგვედასტურებინა წამლის უვნებლობა. დღემდე არანაირი მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა არცერთი ჯგუფის არცერთ პაციენტთან”, – განაცხადა პროფესორმა ნადირ არბერმა.

 

კვლევა ჩატარდა ათენში, რადგანაც ისრაელს არ ჰყავდა საკმარისი რელევანტური პაციენტი. მთავარი ინსპექტორის პოზიციას იკავებდა საბერძნეთის კორონა ვირუსის კომისარი – პროფესორი სოტირის ციოდრასი.

 

არბერმა და მისმა გუნდმა მედიკამენტი მოლეკულაზე დაფუძვნებით შექმნეს, რასაც პროფესორი 25 წლის განმავლობაში სწავლობდა, სახელად CD24, რომელიც ნატურალური სახით გვხვდება ორგანიზმში.

 

“გასათვალისწინებელია, რომ კოვიდ-19 ის 20 პაციენტიდან 19-ს არ სჭირდება არავითარი სახის თერაპია. 5-დან 12 დღის მანძილზე, პაციენტების დაახლოებით 5% იწყებს გაუარესებას”, – განაცხადა არბერმა.

 

კლინიკური გაუარესების მთავარი მიზეზი არის იმუნური სისტემის გადაჭარბებული გააქტიურება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ციტოკინის შტორმი. კოვიდ-19-ის პაციენტების შემთხვევაში, სისტემა იწყებს შეტევას ფილტვების ჯანსაღ უჯრედებზე.

 

“სწორედ ეს არის პრობლემა, რომელსაც ჩვენი მედიკამენტი აღმოფხვრის”, – განაცხადა არბერმა.

 

CD24 არის პატარა ცილა, რომელიც მიმაგრებულია უჯრედის მემბრანაზე და ის ასრულებს ბევრ ფუნქციას, მათ შორის ციტოკინების შტორმზე პასუხისმგებელი მექანიზმის რეგულირების ჩათვლით.

 

არბერმა ხაზი გაუსვა, რომ მათი მკურნალობა, EXO-CD24, გავლენას არ ახდენს იმუნურ სისტემაზე, არამედ მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პრობლემის შესწორებას, რაც ხელს უწყობს სწორი ბალანსის პოვნას.

 

”ეს არის ზუსტი მედიცინა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ ვიპოვნეთ საშუალება დაავადების ფიზიოლოგიის დასაძლევად. მაგალითად, სტეროიდები ხურავენენ მთელ იმუნურ სისტემას. ჩვენ ვაბალანსებთ ციტოკინების შტორმებზე პასუხისმგებელ ნაწილს სხეულის ენდოგენური მექანიზმის გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ სხეული თავად გვთავაზობს ინსტრუმენტებს”,  – განმარტა არბერმა.

 

გუნდი უკვე მზადაა, გამოცდის ბოლო ფაზა დაიწყოს.

 

“რაც არ უნდა საიმედო იყოს კვლევის პირველი ეტაპები, ვერავინ ვერ იქნება დარწმუნებული სანამ შედეგებს არ შევადარებთ პლასიბოს ეფექტის მქონე პაციენტებს”, – განაცხადა მან.

 

კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობას დაახლოებით 155 პაციენტი მიიღებს, მათგან ორ მესამედს გადაეცემა მედიკამენტი, ხოლო ერთ მესამედს პლასიბო.

 

კვლევა ჩატარდება ისრაელში, მაგრამ ასევე შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ჩატარდეს თუ პაციენტების რაოდენობა არ იქნება საკმარისი.

 

“ვიმედოვნებთ, რომ კვლევის დასრულებას შევძლებთ წლის ბოლომდე”, – აღნიშნა არბერმა.

 

თუ შედეგები დადასტურდება, მან პირობა დადო, რომ მკურნალობა შესაძლებელი გახდება შედარებით სწრაფად და დაბალ ფასად.

 

”გარდა ამისა, წარმატებამ შეიძლება კარი გახსნას მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ”, – განაცხადა არბერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები