Logo

კოვიდინფიცირებული 1 066 მძიმე პაციენტიდან 286 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საზოგადოება
1058
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 185 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 584 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი – 413, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 539 საიდანაც: 4 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 608, აჭარაში – 422, იმერეთში – 901. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 386, აჭარაში – 122, იმერეთში – 305. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი,  მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 21, იმერეთში – 31. 744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 372 – თბილისში, 215 – აჭარაში. 14 435 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 792 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები