Logo

კოვიდინფიცირებული 1 076 მძიმე პაციენტიდან 226 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საზოგადოება
935
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 712 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა – 419, იმერეთი – 273, ქვემო ქართლი – 149, შიდა ქართლი – 102, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142, კახეთი – 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 880, აჭარაში – 557, იმერეთში – 773.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 4, იმერეთში – 18

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები