კოვიდინფიცირებული 1 109 მძიმე პაციენტიდან 226 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა – 517, იმერეთი – 315, ქვემო ქართლი – 153, შიდა ქართლი – 148, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 157, კახეთი – 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: 5 651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 905, აჭარაში – 620, იმერეთში – 751.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 109 პირი, მათ შორის, თბილისში – 511, აჭარაში – 105, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 6, იმერეთში – 18. 1 989 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 064 – თბილისში, 614- აჭარაში. 23 655 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




