კოვიდინფიცირებული 1 214 მძიმე პაციენტიდან 243 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა – 392, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 50, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 101, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 060, აჭარაში – 715, იმერეთში – 824.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 214 პირი, მათ შორის, თბილისში – 551, აჭარაში – 112, იმერეთში -277. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი, მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 7, იმერეთში – 15. 2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 819- აჭარაში. 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




