კოვიდინფიცირებული 1 227 მძიმე პაციენტიდან 257 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში – 556, აჭარაში – 114, იმერეთში -282.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 14, იმერეთში – 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 – თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841, საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 029, აჭარაში – 691, იმერეთში – 872.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, გარდაიცვალა – 34, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.99 %
თაგები:
კორონავირუსი




