Logo

კოვიდინფიცირებული 1 247 მძიმე პაციენტიდან 284 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
1134
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 474, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 132, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 220, კახეთი – 396, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 293. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 107, იმერეთში – 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი,  მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 26, იმერეთში – 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 – თბილისში, 253 – აჭარაში.  

 

33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 0.

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 258 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 836 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები