Logo

კოვიდინფიცირებული 1 253 მძიმე პაციენტიდან 320 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 20, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2. 

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც:

 

• 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 107, აჭარაში – 578, იმერეთში – 1 064.

 

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში – 485, აჭარაში – 144, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.

 

• 1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 – თბილისში, 305 – აჭარაში.

 

• 17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. 

 

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები