Logo

კოვიდინფიცირებული 1 264 მძიმე პაციენტიდან 345 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
1636
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 292, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 154, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 197 საიდანაც 5 492 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 163, აჭარაში – 582, იმერეთში – 1 044.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 264 პირი, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 138, იმერეთში – 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 345 პირი,  მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 27, იმერეთში – 30.

 

1 241 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 321 – აჭარაში.

 

20 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 1.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 17 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 153 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 479 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები