Logo

კოვიდინფიცირებული 1 322 მძიმე პაციენტიდან 354 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
682
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 357, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 138, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 236, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693 საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 607, იმერეთში – 1 049. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 151, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი,  მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 – თბილისში, 377 – აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები