კოვიდინფიცირებული 1 327 მძიმე პაციენტიდან 326 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა – 813, იმერეთი – 698, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 307, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 335, კახეთი – 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 014, აჭარაში – 880, იმერეთში – 971. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათ შორის, თბილისში – 583, აჭარაში – 137,
იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი, მათგან თბილისში – 196, აჭარაში – 19, იმერეთში – 19. 3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 – თბილისში, 1 298- აჭარაში.
40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




