კოვიდინფიცირებული 1 355 მძიმე პაციენტიდან 311 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა – 811, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 280, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601 საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 068, აჭარაში – 898, იმერეთში – 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, მათ შორის, თბილისში – 586, აჭარაში – 139, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 22, იმერეთში – 18.
3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 – თბილისში, 1 298 – აჭარაში. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




