Logo

კოვიდინფიცირებული 1 421 მძიმე პაციენტიდან 303 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საზოგადოება
619
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა – 538, იმერეთი – 319, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 80, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 297, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 52 141 საიდანაც: 6 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 176, აჭარაში – 931, იმერეთში – 1 007. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 421 პირი, მათ შორის, თბილისში – 608, აჭარაში – 143, იმერეთში – 327. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი,  მათგან თბილისში – 198, აჭარაში – 18, იმერეთში – 20. 3 463 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298- აჭარაში.  

 

41 692 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები