კოვიდინფიცირებული 1 488 მძიმე პაციენტიდან 374 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 244, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც:
• 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 716, იმერეთში – 1 099.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.
• 1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში.
• 26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 87 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 80, ხოლო აჭარაში – 7.
• სულ 6 ოქტომბრიდან – 10 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 141 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 303 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 523 პირი, აჭარაში – 3 410, იმერეთში – 3 204.
თაგები:
კორონავირუსი




