კოვიდინფიცირებული 1 568 მძიმე პაციენტიდან 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა, აჭარა – 629, იმერეთი – 803, ქვემო ქართლი – 376, შიდა ქართლი – 381, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 537, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840, საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 153, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 112.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 631, აჭარაში – 166, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 43, იმერეთში – 24.
3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 – თბილისში, 1 244 – აჭარაში.
47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




