Logo

კოვიდინფიცირებული 27 398 ადამიანიდან 5 785 საავადმყოფოში მკურნალობს

საზოგადოება
695
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 393, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 143, გურია – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251, კახეთი – 338, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 398 საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 346, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 156, იმერეთში – 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი,  მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 – თბილისში, 375 – აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 2.

 

სულ  6 ოქტომბრიდან – 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები