კოვიდიფიცირებული 1 398 მძიმე პაციენტიდან 300 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 579 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 355 შემთხვევა, აჭარა – 746, იმერეთი – 667, ქვემო ქართლი – 281, შიდა ქართლი – 345, გურია – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 364, კახეთი – 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი – 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც: 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 106, აჭარაში – 913, იმერეთში – 968.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 398 პირი, მათ შორის, თბილისში – 597, აჭარაში – 139, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 19, იმერეთში – 17. 3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 609 – თბილისში, 1 298- აჭარაში.
43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
თაგები:
კორონავირუსი




