
ავტორი
Front News საქართველო
კოვიდრეგულაციების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება. "უარი შერჩევით რეგულაციებს"- ამ ლოზუნგით ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ქუთაისის მერიის შენობასთან შეიკრიბებიან.
საპროტესტო აქცია ხვალ, 3 აპრილს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
"საქართველოს ხელისუფლება კოვიდრეგულაციებს და კარანტინის პირობებს იყენებს თავის საკეთილდღეოდ და არა პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ კი შეზღუდული გვაქვს სრულფასოვანი გადაადგილების უფლება. მაშინ როცა, ოკუპანტი რუსეთის მეხოტბე პოზნანს სრულ კომფორტს სთავაზობს ჩვენი ხელისუფლება, ამით კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დაკარგული გვაქვს ჩვენ, ქართველებს ფასი ამ მთავრობისთვის. ამიტომ, ვითხოვთ, რეგულაციების მოხსნას და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ანალოგიური მოთხოვნით აქცია-მსვლელობები გაიმართება თბილისსა და ბათუმშიც.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს