Logo

კრამერი – ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, 30-40%-დან 53%-მდე ასულიყო

პოლიტიკა
1062
Frontnews image description

უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორმა დევიდ კრამერმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა ის, არის თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური. ვფიქრობ, სამართლიანია ვთქვათ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა კი მაინც ისაა, როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ”, 30-40%-დან 53%-მდე ასულიყო. უკანასკნელი წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი იმასთან დაკავშირებით იყო თუ არა არჩევნები სამართლიანი, არის კრემლი ან ნებისმიერი რუსი ოფიციალური პირი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ცხვირწინ რომ ჰქონდეთ, მაინც ვერ მიხვდებიან ეს რა არის. იმდენი წელია სამართლიანი არჩევნები არ ჩაუტარებიათ, რომ რუსეთში ამაზე გაკეთებული ნებისმიერი განცხადება აზრს მოკლებულია. თუმცა, ამავდროულად, ამ განცხადებებმა სერიოზული განგაშის ზარი უნდა შემოკრას ქართველებისა და დასავლეთისთვის, ეს ძალიან ცუდის ნიშანია”, – განაცხადა კრამერმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები