Logo

კრამონი – ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა არა ცალკეული პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ

პოლიტიკა
1313
Frontnews image description

ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა არა ცალკეული პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს.

 

“საქართველოს დევიზია “ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას აჩვენებს და არც ძალას. 

 

ევროკავშირის კანდიდატობა მიიღწევა არა ცალკეული პარტიის მიერ, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას შეაქვს წვლილი და ყველა იღებს დაფასებას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები