კრამონი – სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, საერთაშორისო დონის ექსპერტები, ევროპარლამენტის, ნატოს ატლანტიკური საბჭოს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.
“პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან, აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა ნულოვან შედეგს მიაღწია. სამწუხაროა, რომ ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. სამწუხაროა, რომ ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა ისიც, რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საოკუპაციო ხაზთან.
თაგები:
ოძისი

“ვივამედის” დირექტორი – იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ

შოთა არველაძე – როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა

უჩა ნანუაშვილი – სამწუხაროა, რომ სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ ვერ დაინახა სერიოზული რისკები და საფრთხეები