კრამონი – საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ ახსენებს აღარსად, ეს დიდი პრობლემაა

ავტორი
Front News საქართველო
აქამდე ჩვენ ტრიო გვქონდა და საქართველო იყო ამ ტრიოს ცენტრი 12 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ განიხილება, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
“ევროკავშირში ინტეგრაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა დავივიწყოთ საქართველო. საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ ახსენებს აღარსად, ეს დიდი პრობლემაა.
აქამდე ჩვენ ტრიო გვქონდა და საქართველო იყო ამ ტრიოს ცენტრი 12 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ განიხილება. მასზე საუბარი წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუციებში არ უნდა დაგვავიწყდეს.
საქართველო უნდა დავაბრუნოთ და უნდა მოვძებნოთ ამ საკითხის გადაჭრის გზა, თუ ის არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა კრამონმა.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი




