Logo

კრამონი – თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს

პოლიტიკა
01.05.2023 / 20:02
Frontnews image description

თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულა, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას.

“ზუსტად პირიქითაა. თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არა, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა პრიორიტეტი შეასრულა, რომელიც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს”, – წერს კრამონი.

კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, ყველა რეკომენდაცია შეასრულოს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათზე არ არის დამოკიდებული.

“ჩვენი ხელისუფლება მზადაა, ზედმიწევნით შეასრულოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს უკვე ჩვენზე დამოკიდებული არ არის. თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა. ამ 12-პუნქტიან გეგმაში არც გვარამია და არც კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან.

რაც შეეხება 12 პუნქტიან გეგმას, ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა“, – განაცხადა კალაძემ.

Ouch. It’s exactly the opposite.
If will grant candidate status to then it’s NOT because government & ruling party implemented all the priorities the had given to Georgia but because the people deserve it and the geopolitical logic demands it.#StopRussiaNow https://t.co/7VvhIWYSHW
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 1, 2023

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები