კრემლმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის თარიღი გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, “რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხელმოწერა ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება. ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა“.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა ფედერალური კრებისადმი მოგვიანებით იგეგმება.
რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს