
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, “კოპა იტალიის” 1/4 ფინალში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები “ნაპოლი” და “კრემონეზე” დაუპირისპირდნენ.
სამწუხაროდ, შეხვედრაში მონაწილეობა ვერც ხვიჩა კვარაცხელიამ (ვირუსი) მიიღო და ვერც ლუკა ლოჩოშვილმა (ტრავმა).
მიუხედავად ზემოთხსენებული დანაკლისისა, გულშემატკივარმა ძალიან სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა იხილა, რომლის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია გახდა საჭირო.
საფეხბურთო ლატარეაში “კრემონეზემ” “ნაპოლის” აჯობა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ლუკა ლოჩოშვილის გუნდი იტალიის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მოუწევს “სერია ა”-ს ტიტულზე გააკეთოს აქცენტი, რაც ისედაც მათი უმთავრესი მიზანია მიმდინარე სეზონში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოჩოშვილის “კრემონზემ” “კოპა იტალია” მოიგოს, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ ნათლად დაგვანახა ამ გუნდის ბრძოლისუნარიანობა, რაც შესაძლოა, სამომავლო წარმატების მიზეზიც გახდეს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს