
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც სენატორმა კრის კუნსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმისთვის, რომ გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პოზიტიური იყოს, რეფორმების გაგრძელებაა საჭირო.
“ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციის ფართო სპექტრთან. აშშ მყარად დგას დემოკრატიის გვერდით და დემოკრატია მოითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ქვეყნის უსაფრთხოება. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ ინვესტიციას დებს სწორედ ამ საკითხებში.
იმისთვის, რომ გზა ევროკავშირში გაწევრინებისკენ იყოს პოზიტიური საჭიროა გაგრძელდეს რეფორმები”, – განაცხადა სენატორმა.
თაგები:
კრის კუნსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს