
ავტორი
Front News საქართველო
დღეს აზიელი ფანების წინაშე “ალ ნასრში” გადაბარგებული პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე ფეხბურთის ლეგენდამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და გულშემატიკვარს ახალი რეკორდების დამყარებას შეპირდა.
“ჩემი ევროპული კარიერა დასრულებულია, იქ ყველაფერი მოვიგე. შემოთავაზებები მქონდა, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკიდან და ავსტრალიიდან, თუმცა ჩემი სიტყვა “ალ ნასრს” მივეცი და არ მაინტერესებს რას იტყვიან სხვები, ამ გადაწყვეტილებით ვამაყობ.
ეს ჩემთვის დასასრული არ არის. საუდის არაბეთში ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია.
ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან თავად ვარ უნიკალური მოთამაშე. არაერთი რეკორდი დამიმყარებია და ამის გაკეთებას “ალ ნასირშიც” გავაგრძელებ”, – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კრიშტიანუ რონალდუ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს