კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება


ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.
„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი.
ასევე, შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრები იგეგმება ოპოზიციის წევრებთანაც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს