Logo

კრივოი-როგში რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინა
13.06.2023 / 11:25
Frontnews image description

კრივოი-როგში საცხოვრებელ კორპუსზე რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

 

ამის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

 

“სამწუხაროდ, უკვე 6 გარდაცვლილია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება”, – განაცხადა მან.

 

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, მაღალსართულიანი კორპუსის გარდა  სამაშველო სამუშაოები გრძელდება კრივოი-როგში დანგრეულ კერძო საწარმოში.

 

“მაშველები კვლავ ეძებენ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყვნენ“, – აღნიშნა მან.

 

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კრივოი-როგის დაბომბვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები