კრივოი-როგში რუსული დაბომბვის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დასრულდა – დაიღუპა 11 ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
კრივოი-როგში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ქალაქზე ღამის რუსული თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა განაცხადა.
მისი თქმით, კრივოი-როგში მდებარე კერძო საწარმოს ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
მაშველებმა სამძებრო სამუშაოები დაასრულეს. ამჟამად კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს.
რუსმა სამხედროებმა ღამით კრივოი-როგზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მათ ქალაქში ექვსი რაკეტა გაუშვეს. ოკუპანტებმა საცხოვრებელ ხუთსართულიან კორპუსსა და კერძო საწარმოს დაარტყეს.
კრივოი-როგში მტრის დაბომბვის გამო დაზიანდა თბოელექტროსადგურის შენობაც და ელექტროენერგია შეუწყდა სამ მაღაროს, სადაც ადამიანები ჩარჩნენ. მეშახტეები უკვე გადაარჩინეს.
თაგები:
კრივოი-როგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს