
ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურამ, ქრთამის აღების ფაქტზე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსმა, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის სახით აღებული 3000 ლარის სანაცვლოდ, ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, წვევამდელ პირზე ისეთი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რამაც ამ უკანასკნელის სამხედრო ვალდებულების 3 წლით გადავადება განაპირობა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს