კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.
ფაქტი დღეს საღამოს მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
"მემორიალი მიმდინარე წლის იანვარში დაიდგა. მისი ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც 2019 წლის 6 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული, ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს