
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისადმი პოლიტიზირებული დამოკიდებულება.
“ძალიან ცუდი ამბები გვესმის ექიმებისგან, აღმაშფოთებელი ინფორმაცია მოდის სახალხო დამცველისაგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა დაუჯეროს ექიმების რეკომენდაციებს და შეწყვიტოს პოლიტიზირებული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს არა მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობის, არამედ საქართველოს მომავლის თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად და ყველა ის შეცდომა, რომელსაც დაუშვებს მთავრობა, გათვალისწინებული იქნება ამ გადაწყვეტილების მიღებისას“, – განაცხადა კუბილიუსმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს