კულება – არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო დასჭირდება, უკრაინა ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას გაათავისუფლებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელი სამხედროები გაათავისუფლებენ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ მთელ ტერიტორიას, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“ჩვენი მიზანია გამარჯვება, გამარჯვება ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლების სახით 1991 წლის საზღვრებში, ჩვენ არ გვაინტერესებს რამდენ ხანს დასჭირდება ამას. სანამ უკრაინელი ხალხი იზიარებს ამ მიზანს, უკრაინის მთავრობა გვერდიგვერდ ივლის თავის ხალხთან ერთად“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინა არ არის დასავლელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლის ქვეშ, რომლებმაც მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწიეს, რათა მიაღწიონ უფრო სწრაფად წარმატებას, თუმცა უკრაინას კვლავ დასჭირდება დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის სტაბილური მიწოდება, სანამ მისი სამხედროები არ გაიყვანენ რუსეთის ჯარებს უკრაინის მთელი ოკუპირებული ტერიტორიიდან.
“სიმართლე ისაა, რომ სანამ არ გავიმარჯვებთ, მეტი გვჭირდება, წინსვლა გვჭირდება, რადგან ომი რეალობაა და ამ რეალობაში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა კულებამ.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს