კულება – ეუთო-ს გადარჩენის ერთადერთი გზა მისი შემადგენლობიდან რუსეთის მოშორებაა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მიიჩნევს, რომ ეუთო-ს გადარჩენის ერთადერთი გზა მისი შემადგენლობიდან რუსეთის მოშორებაა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს მოქმედ ხელმძღვანელთან ბუიარ ოსმანისთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეუთო-ს გადარჩენის ერთადერთი გზა არის რუსეთის მოშორება მისი შემადგენლობიდან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციას ჩამოერთვას შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს გარკვეულ პროცესებზე და გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება”, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციამ დიდი ხნის წინ შეუტია ჰელსინკის აქტს, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ სისტემატურად ანადგურებდა მის ყველა ასოს.
“ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს ამ ფუნდამენტურ დოკუმენტს და შეარყიოს ეუთო“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს