კულება – კრემლი და პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებასაც კი რუსებს გამარჯვებად მიჰყიდიან


ავტორი
Front News საქართველო
კრემლი და რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებასაც კი რუსებს გამარჯვებად მიჰყიდიან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის “დემილიტარიზაციის” შესახებ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, კრემლმა შესაძლოა, მალე პუტინის მიერ დასახული სხვა “დავალებების“ დასრულება გამოაცხადოს.
“შემდეგ ეპიზოდებში: სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დავალება ფაქტობრივად, შესრულებულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას, ყირიმი აღარ არის ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის. ნაცისტები დარჩნენ მხოლოდ რუსეთში, ხოლო რუსი ჯარისკაცების და ტექნიკის დანაკარგები უკრაინაში, რასაც ჩვენ არავის ვეტყვით, დაგვეხმარნენ ჩვენ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და გაგვეხადა რუსეთი უფრო ძლიერი. რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, – წერს კულება.
მინისტრის თქმით, პუტინი შეძლებს რუსებს ყირიმის დაკარგვა და ომში დამარცხება გამარჯვებად მიჰყიდოს. ამიტომ მან პარტნიორებს მოუწოდა გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა ე.წ. “სპეციალური ოპერაციის“ ამოცანა, კერძოდ, უკრაინის „დემილიტარიზაცია“.
მისი განცხადების განმარტებისას მან აღნიშნა, რომ უკრაინა ნაკლებად იყენებს თავის იარაღს და უფრო მეტად ეყრდნობა დასავლეთის ქვეყნების მიერ მიწოდებულს.
თაგები:
დმიტრო კულება

ლევან ნიკოლეიშვილი – ვერც გადატრიალება და რევოლუცია გამოუვიდათ, ვერც გვამების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა და ვერც რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა, ამ ძალის წარმომადგენელი ხაბეიშვილი კი სხვას უწოდებს პრორუსებს და რეგვენს?!

შალვა ნათელაშვილი – ივანიშვილის რეჟიმი პუტინისა და ლუკაშენკოს მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ირაკლი ბერაია – ეს არის სრული სიცრუე და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების და მისი ომში ჩათრევის მცდელობების სერიის გაგრძელებას