კულება – კრემლი “შიმშილის თამაშებს” უბრუნდება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა “მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ, კრემლმა “შიმშილის თამაშების” დაბრუნების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სექტემბერში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.
“მარცვლეულის დერეფნიდან 220 კილომეტრის დაშორებით აფეთქებების მოგონილი საბაბით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე უკვე ზღვაში – რაც საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა“, – წერს კულება.
მისივე თქმით, კრემლი “შიმშილის თამაშებს” შეგნებულად დაუბრუნდა და ახლა თავისი გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობს.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს