კულება – ომის შემდეგ უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი ჯარი ეყოლება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში გამარჯვების შემდეგ უკრაინას ევროპაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ეყოლება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ახლა უკრაინის ბრძოლის ველზე წყდება. ომის შემდეგ ჩვენს სახელმწიფოს ეყოლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია, ყველაზე ძლიერი არმია ევროპაში, საბრძოლო გამოცდილების, მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და სამხედრო აღჭურვილობის გათვალისწინებით. სისულელე იქნება, რომ ნატო-მ არ მიიღოს თავის შემადგენლობაში უსაფრთხოების ასეთი ძლიერი კონტრიბუტორი“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ფართო გაგებით, უკრაინის აღმოსავლეთი საზღვარი უკვე ევროატლანტიკური სივრცის აღმოსავლეთ საზღვარია.
“ნატო-ში გაწევრიანება მხოლოდ ამ ფაქტის იურიდიული აღიარება იქნება. და ეს მოხდება, ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს