კულება – პირველ ეტაპზე უკრაინა 120-140 თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მოკავშირეებისგან დახმარების პირველ ეტაპზე 120-140 თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად სატანკო კოალიციას 12 წევრი ჰყავს, თუმცა ჯერ ნაადრევია კოალიციის ყველა ქვეყნის დასახელება და მათი პრაქტიკული დახმარება, რადგან ზოგიერთს ჯერ კიდევ უწევს ფორმალური გადაწყვეტილებების მიღება შიდა პროცედურების შესაბამისად.
“შემიძლია მხოლოდ აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს დასავლური მოდელების 120-დან 140 ერთეულამდე თანამედროვე ტანკს. ესენია Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams და იმედი გვაქვს Leclerc-ზე”, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, ეს ცოტა არ არის, მაგრამ უკრაინა აგრძელებს მუშაობას როგორც სატანკო კოალიციის შემადგენლობის გაფართოებაზე, ასევე უკვე გამოცხადებული მონაწილეებისგან დახმარების გაზრდის მიზნით.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს