კულება – რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა


ავტორი
Front News საქართველო
ბალტიისპირეთის ქვეყნები შეძლებენ გაიმარჯვონ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ ბალტიისპირეთის ქალაქები ისეთივე იქნება, როგორც ბახმუტი და ავდიივკა, რომლებიც რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულება დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის შემთხვევაში ისინი თავს დაიცავენ გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოყენებით, ნატოს კი პასუხისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება.
“საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ნატო გაიმარჯვებს, მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას, ასეთი იქნება ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ბალტიის ქვეყნები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი“, – განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან.
კულებას თქმით, ლიეტუვაში ამას კარგად ხვდებიან, რის გამოც აქტიურად ეხმარებიან უკრაინას.
“სხვები ისე იქცევიან, თითქოს ამის თავიდან აცილება შეუძლიათ“, – აღნიშნა მან.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს