კულება – უკრაინის ორმა საელჩომ მუქარის შემცველი წერილები მიიღო


ავტორი
Front News საქართველო
დღეს და გუშინ საზღვარგარეთ უკრაინის ორმა საელჩომ კონკრეტული მუქარით წერილი მიიღო, ეს არის მიზანმიმართული და ფართომასშტაბიანი კამპანია უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
“სხვა შემაშფოთებელი მოვლენებიც მოხდა, რომლებიც დაკავშირებული არ არის ასაფეთქებელ ნივთიერებებთან, მაგრამ უკრაინის საელჩოებისთვის ძალიან კონკრეტული მუქარის გზავნილია“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკვე არსებობს წინასწარი ვარაუდები, თუ ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ამ კამპანიაში ჩართული აგენტების და ადამიანების მთელი ქსელი უნდა იყოს მოძიებული.
როგორც კულებამ აღნიშნა, ყველა დამნაშავე გამოვლინდება და დაისჯება.
ესპანეთში უკრაინის საელჩოსთან 30 ნოემბერს აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ელჩისთვის განკუთვნილ კონვერტში იყო. დაშავდა ერთი ადამიანი.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს