კულება – ვიმედოვნებთ, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა დააჩქარებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას


ავტორი
Front News საქართველო
ხვალ უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა გაიმართება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების შესახებ.
კულებას თქმით, საუბარია როგორც თანამედროვე სისტემებზე, ასევე საბრძოლო მასალაზე.
მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინას ყველა პარტნიორს, რომლებიც განაგრძობენ თანხების გამოყოფას ცის დასაცავად.
“Patriots, IRIS-T, NASAMS და სხვა სისტემებისთვის რაკეტების რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც უნდა დასრულდეს დღეს და არა ხვალ. გარდა ამისა, რაც უფრო წარმატებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვა, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რუსული რაკეტა ან დრონი შემთხვევით შემოფრინდება ნატოს სასაზღვრო საჰაერო სივრცეში. ჩვენი მოკავშირეებისთვის აზრი აქვს, მოახდინონ ყველა არსებული ძალების მობილიზება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ახლა“, – განაცხადა კულებამ.
თაგები:
დმიტრო კულება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს