კულტურის სამინისტროსთან დღეს აქცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
კულტურის სამინისტროსთან დღეს აქცია გაიმართება. მოქალაქეები თეა წულუკიანის ქმედებებს გააპროტესტებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ვიცე-პრემიერი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს.
პროტესტი გელათის ფრესკების დაზიანებას, ლიტერას პრემიის ირგვლიც ატეხილ აჟიოტაჟსა და წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის წართმეული მიკროფონის საკითხს შეეხება.
ამასთან, 5 აგვისტოს, ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ოქროს ფონდი დატოვებს და მოქალაქები აღნიშნულსაც გააპროტესტებენ.
“ახლა არის განგაშის დრო. ვინ უნდა დაიცვას? შარლ მიშელს ხომ არ გამოვიძახებთ და დასავლელ პარტნიორებს ხომ არ ვთხოვთ, რომ ჩვენი ეროვნული საგანძური დაიცვან? ვფიქრობთ, რომ ახლა დრო არის დავდგეთ კულტურის სამინისტროსთან და უკულტურო მინისტრს შევახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა. ჩვენ არ გვყოლია მსგავსი უკულტურო მინისტრები და რომ ქართულ კულტურას დაცვა უნდა საშიში ოლიგარქისგან და მისი ციხის მაყურებლებისგან. მიკროფონის ქუდი და მომპარავი, განა ოქროს ფონდს ვერ გაძარცვავს და მოიპარავს? კარგა ხანია უკვე ვითმენთ”, – აცხადებს პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს