კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ


ავტორი
Front News საქართველო
“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “შეწყდეს ძალადობა მშვიდობიან მანიფესტანტებზე” – ამ მოთხოვნით კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
მსახიობები იუსტიციის სახლთან არიან შეკრებილი, საიდანაც მსვლელობით პოლიციის სამმართველოებისკენ გაემართებიან.
კულტურის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებული მომიტინგეებისა და მსახიობების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, მსვლელობის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, შეკრების მიზეზი მათ კოლეგებზე და მანიფესტანტებზე ძალადობაა.
მანამდე აქცია საქართველოს კულტურის სამინისტროსთან გაიმართა.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს