კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიციირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის პოზიციას დაიკავებს.
პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის.
მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი, გვინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი“ – განაცხადა კობახიძემ.
კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა