კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – სვეტიცხოველში გუშინ აღმოჩენილი პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება


ავტორი
Front News საქართველო
სვეტიცხოველში გუშინ აღმოჩენილი პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულარულად გავრცელდება განახლებული ინფორმაცია, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სატელევიზიო მედიაში გასულ სიუჟეტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყლის ინფილტრაციასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, სიუჟეტში წარმოდგენილი შეფასებები არასწორია და ვფიქრობთ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააგენტო რეგულარულად ატარებს მონიტორინგს, გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს.
წყლის ინფილტრაციის ფაქტის დაფიქსირებისთანავე სააგენტოს ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ჩავიდა ადგილზე და სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა არსებული მდგომარეობა, გამოკვეთა ინფილტრაციის სავარაუდო გამომწვევი მიზეზები და დაგეგმა პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება დაუშვებელია. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და დარგის სპეციალისტებს მუშაობის შესაძლებლობა მისცენ.
საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ სვეტიცხოველში გუშინ აღმოჩენილი პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრება და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულარულად გავრცელდება განახლებული ინფორმაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
სვეტიცხოველი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს